ლელა ჯავახიშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ბელა ხოტენაშვილს.6 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 3.ქეთი წაწალაშვილი' 4.სოფო გვეტაძე.
შეგახსენებთ ქართული გრან პრი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 4 ეტაპად ტარდება. აუცილებელია 3 ეტაპზე მონაწილეობა საბოლოო ჯამური ჩათვლისათვის. საერთო ჩათვლაშ გამარჯვებული ჯილდოვდება საგზურით მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ტურნირზე აგრეთვე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
1000 ლარი (რაპიდი).
ადგილი ქალები
1 500
2 300
3 200
- სათაური: რაპიდებში გრან პრის პირველი ეტაპი დასრულდა...
- ავტორი:
- თარიღი: 16-03-2016 2:53 AM
- Tags: