
გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ლიდერის, ელიზაბეტ პეტცის გამარჯვებით დასრულდა თბილისის სასტუმრო ‘იოტა’-ში გამართული ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.
ასპარეზობა 11 ტურად გაიმართა და მონაწილეები ერთმანეთს 15 წუთიან (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან) პარტიებში დაუპირისპირდნენ. 11 ტურიდან 8-8 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
1.ელიზაბეტ პეტცი (გერმანია;2475)
2.ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი;2425)
3.ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2611)
4.ანა უშენინა (უკრაინა;2483)
5.ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2515).
ქართველი მონაწილეებიდან საუკეთესო შედეგი მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა მერი არაბიძემ აჩვენა - VII ადგილი (7,5 ქულა).
ასპარეზობაზე 16 ქვეყნის 78 მოჭადრაკე მონაწილეობდა , მათ შორის 56 საერთაშორისო წოდების მქონე.
მონაწილეთა შორის იყვნენ:მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში :ანტუანეტა სტეფანოვა, ალექსნდრა კოსტენიუკი,ანა უშენინა, ანა მუზიჩუკი,პია კრამლინგი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ა.შ.
ტურნირის ორგანიზატორები: თბილისის მერია,საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის საჭადრაკო კავშირი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
ხვალ, 1 აპრილს 13 ტურად მოჭადრაკე ქალები ერთმანეთს ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
ჩემპიონატის პარტიების კომენტარი ‘ცოცხალ რეჟიმში’

- სათაური: რაპიდში პირველობა ერთბაშად 5-მა მონაწილემ გაინაწილა
- ავტორი:
- თარიღი: 01-04-2018 12:36 AM
- Tags: