
საუდის არაბეთში დასრულდა მსოფლიოს პირველობა სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი სამი დღე გაგრძელდა და ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.პირველ სათამაშო დღეს (26 დეკემბერი) – 5 პარტია გაიმართა, მეორე დღეს (27 დეკემბერი) – VI-X ტური; მესამე დღე (28 დეკემბერი) – XI-XV ტური;
ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 2 000 000$ შეადგენდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია სწრაფ ჭადრაკში გამართული ჩემპიონატებისათვის. საპრიზო ფონდი დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდა I- XXX ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე.
ქალთა შორის ჩემპიონის წოდება ჩინელმა ჟუ ვენჟეუნმა მოიპოვა 15-დან 11,5 ქულით. მეორე ადგილზე გასულმა მისმა თანამემამულემ ლი ტინჯმა 11 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე 10,5 ქულით ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) გავიდა. 10-10 ქულით IV-VIII ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
IV - ბელა ხოტენაშვილი;
V - პამ ლე ჩა ნგუენi (ვიეტნამი);
VI - ნანა ძაგნიძე;
VII- ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი);
აღსანიშნავია, რომ ბელა მთელი ტურნირი ლიდერთა შორის იყო და საპრიზო სამეულისათვის იბრძოდა.
საპრიზო ფონდი (ქალები):
I ადგილი - 80 000$
II ადგილი - 40 000$
III ადგილი - 25 000$
IV ადგილი - 16 000$
V ადგილი - 13 000$
VI ადგილი - 12 000$
VII ადგილი - 10 000$
VIII ადგილი - 8 000$
IX ადგილი - 7 000$
X ადგილი - 6 000$ …. X X X ადგილი - 700$.
დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:
42-ე ადგილი -ლელა ჯავახიშვილი - 8 ქულა, 48.ნინო ბაციაშვილი - 7,5 ქულა, 56.სალომე მელია -7,5 ქულა,61.სოფიო გვეტაძე - 7 ქულა, 67.ინგა ჭარხალაშვილი - 7 ქულა,90.სოფიკო ხუხაშვილი - 6 ქულა.
საპრიზო ფონდი:
I ადგილი - 250 000$
II ადგილი - 125 000$
III ადგილი - 75 000$
IV ადგილი - 50 000$
V ადგილი - 40 000$
VI ადგილი - 35000$
VII ადგილი - 30 000$
VIII ადგილი - 24 000$
IX ადგილი - 18 000$
X ადგილი - 15 000$ …. X X X ადგილი - 1000$.
ვაჟთა შორის 10,5 ქულა დააგროვეს, 1-3 ადგილები გაიყვეს და კოეფიციენტთა ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ:
I ადგილი - ვიში ანანდი (ინდოეთი;)
II ადგილი - ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი)
III ადგილი - იან ნეპომნიაში (რუსეთი)
ქართველებიდან საუკეთესო შედეგი ლევან ფანცულაიამ აჩვენა და 9 ქულით მე-19 ადგილზე გავიდა.44-ე ადგილი - ბაადურ ჯობავა - 8 ქულა; 47.გიგა ყუფარაძე - 8 ქულა; მიხეილ მჭედლიშვილი - 7,5 ქულა.
დღეს მონაწილეები ელვისებურ ჭადრაკში მოცდიან ძალებს. პირველი დღე (29 დეკემბერი) – I-XI ტური; მეორე დღე (30 დეკემბერი) – XII- XXI ტური.

- სათაური: რაპიდში წარმატებით იასპარეზეს...
- ავტორი:
- თარიღი: 29-12-2017 2:54 AM
- Tags: