ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

რუმინეთიც დაჯაბნეს!

დიდი ანგარიშით - 3:1 გაიმარჯვეს ქართველმა ვაჟებმა რუმინელებთან შეხვედრაში!

გუნდს გამარჯვების ქულა ბაადურ ჯობავამ და ლევან ფანცულაიამ მოუტანა.

 

 

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ზურაბ სტურუას კაპიტნობით III საპრიზო ადგილზე იმყოფება აშშ-სა და რუსეთის შემდეგ! 

მომდევნო ტურში ჩვენი გუნდი უკრაინის ტიტულოვან გუნდს დაუპირისპირდება. 
უკრაინის ნაკრები: 2-გზის (2004;2010) ოლიმპიური ჩემპიონი, 4-გზის (1996;1998;2000;2012) პრიზიორი; 2001 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და 4-გზის (1993;2011;2013;2015) პრიზიორი.
ჩვენ ნაკრებს ნამდვილად ურთულესი მატჩი ელით უძლიერეს მეტოქესთან.
იმედია, ჩვენი ვაჟები ჩვეული შემართებით იბრძოლებენ და ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ!

სამწუხაროდ, დღევანდელ ტურში ისევ წაიფორხილეს ჩვენმა ქალებმა. თუმცა, წინ 4 ტურია და საპრიზო სამეულთან ქულათა მინიმალური სხვაობაა. იმედია, ჩვენი 'ოქროს გოგონები' შეძლებენ სიტუაციის გამოსწორებას. VIII ტურში მათი მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება.

7 ტურის შემდეგ ქალთა ასპარეზობას 12-12 ქულით ლიდერობენ: რუსეთი, ჩინეთი,  აზერბაიჯანი-I, აშშ და ჰოლანდია.

 

ქართველ მონაწილეთა შედეგები:

ქალები

ნანა ძაგნიძე     -   4,5 (6)

 ლელა ჯავახიშვილი - 4,5(6)

ბელა ხოტენაშვილი  - 4(6)

ნინო ბაციაშვილი   -5(6)

 სალომე  მელია  -   2(4)

 

ვაჟები

ბაადურ ჯობავა     -   5 (6)

 მიხეილ მჭედლიშვილი- 2,5 (5)

 ლევან ფანცულაია  - 5,5 (7)

 თამაზ გელაშვილი   -  4 (6)

 თორნიკე სანიკიძე  -  3 (4).

 

ოფიციალური  ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები:

ქალები; ვაჟები;

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე  მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და  კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.

სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;

დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;

30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით  4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010)  პრიზიორი.

 

 

  • სათაური: რუმინეთიც დაჯაბნეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-09-2016 5:40 AM
  • Tags:
Top