
საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
ერთ-ერთ მათგანს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში თბილისელი და მინსკელი მოზარდები (12 წლამდე ასაკის) დაუპირისპირდნენ. თბილისელ მოჭადრაკეების სახელით იასპარეზეს: ნიკოლოზ დარსაძემ, დენიელ საფაროვმა, ალექსანდრე ყორღანაშვილმა და ანა მამარდაშვილმა.
ჩვენმა ბავშვებმა მშრალი ანგარიშით 8:0 დაამარცხეს ბელარუსი თანატოლები.

- სათაური: სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში
- ავტორი:
- თარიღი: 24-03-2018 1:09 AM
- Tags: