
ირანში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გამოვლინდა მერვედფინალის ყველა მონაწილე.
ძირითად დროში გაინაღდა საგზური საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, დღეს კი დამატებით ტაი-ბრეიქებში 4 ქართველი მოჭადრაკე იბრძოდა მომდევნო წრის საგზურისათვის.
ორმა მათგანმა: სოფიკო გურამიშვილმა და ნინო ხურციძემ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქეები. გურამიშვილმა - ნატალია ბუკსა, ხოლო ხურციძემ - ნინო ბაციაშვილი.
მერვედფინალში ნანა ძაგნიძე შეხვდება ჩინელ შენ იანგს, სოფიკო გურამიშვილი - ინდოელ ჰარიკა დრონავალის, ხოლო ნინო ხურციძის მეტოქე იქნება ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა.
მეთექვსმეტედფინალის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
გურამიშვილი - ბუკსა 4,5:3,5 ( 1:0, 0:1, 0,5:0,5, 0:1, 1:0, 0,5:0,5, 1:0)
მელია - სტეფანოვა 1,5:2,5 ( 0,5:0,5, 0,5:0,5, 0,5:0,5, 0:1)
ბაციაშვილი - ხურციძე 4:5 (0,5:0,5, 0,5:0,5, 1:0, 0:1, 0:1, 1:0, 0,5:0,5, 0,5:0,5, 0:1)
ძაგნიძე - ოლგა ზიმინა ( იტალია) 2:0 ( 1:0, 1:0)
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: სამი ქართველი მერვედფინალში!
- ავტორი:
- თარიღი: 17-02-2017 1:36 AM
- Tags: