ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სამტრედიაში სტარტი აიღო მაჩიტიძის მემორილამა

სამტრედიაში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა  დამსახურებული საჭადრაკო მოღვაწის  ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალი.ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლის წარმატებული პროექტის #ითამაშეჭადრაკი -ის ფარგლებში ტარდება.

მაჩიტიძე წლების მანძილზე ემსახურებოდა თავის რაიონს, რომელმაც არაერთი წარმატებული მოჭადრაკე აღზარდა.მისი თაოსნობით ტარდებოდა ყოველწლიური საჭადრაკო ფესტივალები, მოქმედებდა საჭადრაკო კლუბი.

აღნიშნული ტურნირი მე-3 წელია ტარდება და წელსაც მასშტაბურია, მონაწილეობს 135 მოჭადრაკე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან.
მემორიალის გახსნას დაესწრნენ:მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

ღონისძიების დასასრულს მსოფლიოს ლეგენდარულმა ჩემპიონმა ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ნორჩ მოჭადრაკეებისათვის.

ასევე გაიმართა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ვეტერან მოჭადრაკეთა შორის.

წყარო

  • სათაური: სამტრედიაში სტარტი აიღო მაჩიტიძის მემორილამა
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-10-2017 1:26 PM
  • Tags:
Top