
თორნიკე სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა ‘ბათუმის მერიის თასის’ ფარგლებში გამართული ‘A’ ტურნირი!
გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და პირველობა გიორგი სიბაშვილსა და გიგა ყუფარაძესთან ერთად გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით სამეული შემდეგნაირად განაწილდა:
1.სანიკიძე
2.სიბაშვილი
3.გიგა ყუფარაძე
ქალთა შორის, 5,5 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა ლილიტ გალოინმა. 5-5 ქულით საპრიზო ადგილები: ნინო ხომერიკმა და სოფიკო ტერელაძემ გაინაწილეს.
სულ, ფესტივალის ფარგლებში 11 ტურნირი გაიმართა და მონაწილეობა 17 ქვეყნის 385 მოჭადრაკემ მიიღო.

- სათაური: სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 11-07-2017 6:27 PM
- Tags: