ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს გრან-პრის გათამაშება - 2016 რაპიდსა და ბლიცში

საერთო     დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. მიზანი და ამოცანები:

  - საქართველოს გრან-პრის გათამაშების გამარჯვებულების და პრიზიორების

    გამოვლენა.

2. ჩატარების ეტაპები:

  ტურნირი ტარდება 4 ეტაპად რაპიდში და ბლიცში:

  I ეტაპი – ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა შორის;

  II ეტაპი – ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა შორის;

  III ეტაპი – ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა შორის;

  IV ეტაპი – ტურნირი ვაჟთა შორის და ტურნირი ქალთა შორის.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

   ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

   რაპიდში თითოეულს 15 წთ. ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

   ბლიცში თითოეულს 3 წთ. ყოველ სვლაზე 2 წმ. დამატებით.

4. მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის

   ფედერაციის წევრ ყველა მსურველს, ვისაც აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

5. სატურნირო შესატანი: რაპიდი: 10 ლარი; ბლიცი: 5 ლარი.

   დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან.

6. კვალიფიკაცია: ტურნირებში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი რაპიდსა და ბლიცში.

7. გამარჯვებულთა გამოვლინება:

   გრან-პრის გათამაშების 4 ეტაპიდან გრან-პრის თითოეული მონაწილე ვალდებულია

   ითამაშოს 3 ეტაპი, რათა დაითვალოს მისი ქულები და განაგრძოს ბრძოლა           

   გრან-პრის მოსაპოვებლად ან საპრიზო სამეულში მოსახვედრად. გრან-პრის

   გათამაშებისგამარჯვებულისა და პრიზიორების გამოსავლენად დაითვლება

   მონაწილეთა სამი საუკეთესო შედეგი.

   სატურნირო ქულები:

   გრან-პრის თითოეულ ტურნირში 1-3 ადგილზე გასულ მოჭადრაკეს ენიჭება

   შესაბამისი ქულები:

   I ადგილი-500 ქულა (+ბონუსი 40 ქულა)

   II ადგილი-300 ქულა (+ბონუსი 20 ქულა)

   III ადგილი-200 ქულა (+ბონუსი 10 ქულა)

ბონუს ქულები საჭირო ხდება და ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საბოლოო ეტაპზე რამოდენიმე მოჭადრაკე დააგროვებს თანაბარ ქულას. ამის შემდეგ მონაწილეებს თუ ისევ თანაბარი ქულები აღმოაჩნდებათ, გამარჯვებულის ან საპრიზო სამეულის ბედს გადაწყვეტს სამი ეტაპის ტურნირების ქულათა ჯამი (შერჩეული სამი ეტაპის თითოეულ ტურნირში საბოლოო, სატურნირო ცხრილში აღებული ქულათა ჯამი). იმ შემთხვევაში თუ ამ პუნქტებმაც ვერ გამოავლინეს გამარჯვებული, გაიმართება დამატებითი მატჩი.

8. საპრიზო ფონდი: 17 200 ლარი.

  გრან-პრის თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 3000 ლარს:

   რაპიდი (ვაჟები)                  რაპიდი (ქალები)

   I ადგილი  - 500 ლარი           I ადგილი  - 500 ლარი

   II ადგილი - 300 ლარი           II ადგილი  - 300 ლარი

   III ადგილი - 200 ლარი          III ადგილი  - 200 ლარი

   ბლიცი (ვაჟები)                  ბლიცი (ქალები)

   I ადგილი  - 250 ლარი            I ადგილი  - 250 ლარი

   II ადგილი - 150 ლარი            II ადგილი  - 150 ლარი

   III ადგილი - 100 ლარი           III ადგილი  - 100 ლარი

გრან-პრის თითოეული ეტაპის გათამაშებისას, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში საპრიზო ადგილები განაწილდება კოეფიციენტით, მაგრამ პრიზები გაიყოფა თანაბრად.

  გრან-პრის საპრიზო ფონდი – 4 ეტაპიდან გამოვლენილი 3 საუკეთესო      

  მოჭადრაკის ფულადი პრემია შეადგენს 5200 ლარს:

   რაპიდი (ვაჟები)                  რაპიდი (ქალები)

   I ადგილი  - 800 ლარი           I ადგილი  - 800  ლარი

   II ადგილი - 500 ლარი           II ადგილი  - 500 ლარი

   III ადგილი - 300 ლარი          III ადგილი  - 300 ლარი

   ბლიცი (ვაჟები)                  ბლიცი (ქალები)

   I ადგილი  - 500 ლარი            I ადგილი  - 500 ლარი

   II ადგილი - 300 ლარი            II ადგილი  - 300 ლარი

   III ადგილი - 200 ლარი           III ადგილი  - 200 ლარი

   ფინალურ ეტაპზე პრიზები არ გაიყოფა.

   ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის

   შესაბამისად.

9.  დაჯილდოვება:

    - 2016 წლის გრან-პრის სერიის გამარჯვებული რაპიდში დაფინანსდება 2017 წლის

      მსოფლიოს ჩემპიონატზე რაპიდსა და ბლიცში.

    - I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და

      დიპლომებით.

-              II - III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და   

  დიპლომებით.

            10. საერთო წესები:

    - ტურის დაწყებიდან 15 წუთზე (რაპიდი) და 3 წუთზე (ბლიცი) მეტის დაგვიანების   

      შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

    - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს  

      ჩაეთვლება წაგება.

    - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის 

      გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის

      ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს

      ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის

      დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა

      იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.                   

 

     რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83.

   

     ტურნირების დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

     მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: საქართველოს გრან-პრის გათამაშება - 2016 რაპიდსა და ბლიცში
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-11-2016 4:33 PM
  • Tags:
Top