ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა
 
01.10-10.10.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
              
1. მიზანი და ამოცანები:  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
   - საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგის მონაწილეთა გამოვლინება.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2017 წლის 1-10 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში. 
3. ტურნირის განრიგი:
          ტური    დღე    საათი
რეგისტრაცია 1 ოქტომბერი 11.00 - 18.00
გახსნა 2 ოქტომბერი 15.00
I ტური 2 ოქტომბერი 15.00
II ტური   3 ოქტომბერი 15.00
III ტური   4 ოქტომბერი 15.00
IV ტური 5 ოქტომბერი 15.00
V ტური   6 ოქტომბერი 15.00
VI ტური 7 ოქტომბერი 15.00
VII ტური 8 ოქტომბერი 15.00
VIII ტური 9 ოქტომბერი 15.00
IX ტური და დახურვა 10 ოქტომბერი 11.00
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული 
   სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტიის 
   ბოლომდე, პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 
5. მონაწილენი: 
   ტურნირში დაიშვებიან ვაჟები და ქალები საქართველოს ყველა რეგიონიდან, 
   ფიდეს 01.10.2017 წ. რეიტინგ-სიით 2200-ზე დაბალი რეიტინგით და ურეიტინგონი.
   არ დაიშვებიან ვაჟთა I ლიგაში თამაშის უფლების მქონე (2200 და მეტი რეიტინგით, 
   აგრეთვე WFM,WIM,WGM, FM,  IM,GM-წოდებიანები) მოჭადრაკეები.
ტურნირში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის საწევროს გადახდა.
   მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, 
   კვება, სატურნირო და საწევროს შესატანი) გაიღებენ რეგიონული ორგანიზაციები. 
6. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი დაითვლება.
7. სატურნირო შესატანი: 15 ლარი.
8. გამარჯვებულთა გამოვლენა: 
  გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.
  თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
  ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
   გ)  მოგებების რაოდენობით;
   დ)  პროგრესი (რეგრესით).    
 
9. საერთო წესები:
   -  ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
      ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
10. დაჯილდოვება:
   -  1-10 მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს 77-ე ჩემპიონატის I ლიგაში. 
   -  თუ მონაწილეთა რაოდენობა იქნება 30-ზე ნაკლები, I ლიგაში თამაშის 
      უფლებას მოიპოვებს 1-6 მოჭადრაკე.
 
      ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ 
      საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიის ღონისძიებათა კომისიის სამდივნოს: 
      დათო კოდუა – მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com   
 
 
      რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 
 
      ტურნირის დირექტორი: ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
 
      მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.
  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-09-2017 1:54 PM
  • Tags:
Top