
დღეიდან, ლაგოდეხში სტარტს აიღებს საქართველოს საკლუბო პირველობა.
ჩემპიონატში ქვეყნის 8 რეგიონის გუნდი მონაწილეობს. ასპარეზობა წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით:ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 6 მონაწილით. I, II, III დაფა-მამაკაცთა; IV დაფა - ქალთა; V დაფა-20 წლამდე ჭაბუკი; VI დაფა-20 წლამდე გოგონა (დაბადებულნი 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ). თითოეულ გუნდში დაიშვება მხოლოდ 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით. მოგება განისაზღვრება - 2 ქულით, წაგება - 0 ქულით, ფრე - 1 ქულით.
თაი – ბრეიქი: ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;ერთმანეთს შორის მატჩით;ზონნებორნ-ბერგერის სისტემით.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს.
გამარჯვებული გუნდი მიიღებს 15 000 ლარს, მეორე ადგილზე გასული 10 000 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 5 000 ლარს.
ტექნიკურ შეხვედრაზე გამართულ კენჭისყრაზე მონაწილე გუნდები შემდეგნაირად განაწილდნენ:
1.იმერეთი ‘ქუთაისი’
2.ქვემო ქართლი ‘რუსთავი’
3.რაჭა -ლეჩხუმი ‘ამბროლაური’
4.აჭარა ‘ნონა’
5.კახეთი კახეთი’
6.შიდა ქართლი ‘გორი’
7.სამეგრელი-ზემო სვანეთი ‘სამეგრელო’
8.თბილისი ‘თბილისი’
თამაშები ყოველდღე 15:00 საათზე დაიწყება, გამონაკლისს მხოლოდ 25 და 28 სექტემბერი შეადგენს, ამ დღეებში ტური 11:00 საათზე აიღებს სტარტს.

- სათაური: საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი
- ავტორი:
- თარიღი: 22-09-2016 12:55 PM
- Tags: