ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა ნაკრები - ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!

ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!

პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე საფეხურზე  13 ქულით უკრაინის გუნდი განთავსდა.

 

ჩვენმა ქალებმა პირად დაფებზეც კარგად ითამაშეს:

III დაფა ბელა ხოტენაშვილი - I ადგილი


 

IV დაფა - ლელა ჯავახიშვილი - II ადგილი

სათადარიგო დაფა - სალომე მელია - I ადგილი

ქალთა გუნდის მწვრთნელები: ელიზბარ უბილავა (კაპიტანი),ხვიჩა სუპატაშვილი.

 

ქალთა გუნდისგან განსხვავებით წარუმატებლად იასპარეზა ვაჟთა ნაკრებმა, მათ მე-19 ადგილი დაიკავეს.

ჩემპიონობა კი აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე რუსეთია, მესამე კი უკრაინა.

ვაჟთა გუნდი მწვრთნელ-კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:

ქალები:

ნანა ძაგნიძე           (2520) – 4,5 (8)-  (-2,2 რეიტინგის ცვლილება

ნინო ბაციაშვილი  (2472) –  5 (8) – (+2,4)

ბელა ხოტენაშვილი (2459) – 6,5(8)- (+14,4)

ლელა ჯავახიშვილი (2438) –5(7) – (+7,5)

სალომე მელია            (2412)  - 4,5 (5) -(+ 9,9)

 ვაჟები:

ბაადურ ჯობავა (2705)  - 2,5  (7)  - (-16,2)

მიხეილ მჭედლიშვილი(2604) – 3,5(7) – (-1,4)

ლევან ფანცულაია (2586) - 5(7) – (14,1)

დავით ჯოჯუა     (2591) –  4 (8) – (-8,4)

ლუკა პაიჭაძე        (2580) – 4(7) – (-3,0)

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: საქართველოს ქალთა ნაკრები - ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-11-2017 7:56 AM
  • Tags:
Top