ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

     დ ე ბ უ ლ ე ბ ა

  
10.03-20.03.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

                                                    

1.    მიზანი და ამოცანები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების 
      წევრობის კანდიდატად;
            - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2017 წლის ევროპის  ქალთა                      
                  ჩემპიონატზე;
            - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2018 წლის საქართველოს ქალთა                   
                  75-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
2.    ჩატარების ვადები და ადგილი:
ტურნირი ტარდება 2017 წლის 10-20 მარტს, ქ. თბილისში ჭადრაკის სასახლეში.
3.    განრიგი:
ტური    დღე    საათი
გახსნა და კენჭისყრა    10 მარტი    13.00
I ტური    11 მარტი    15.00
II ტური    12 მარტი    15.00
III ტური      13 მარტი    15.00
IV ტური     14 მარტი    15.00
V ტური     15 მარტი    15.00
დასვენების დღე    16 მარტი    
VI ტური    17 მარტი    15.00
VII ტური     18 მარტი    15.00
VIII ტური     19 მარტი    15.00
IX ტური    20 მარტი    13.00
დახურვა    20 მარტი    18.00
4.    სისტემა და დროის კონტროლი:
           ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.
           თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი 
           სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
5.    მონაწილენი: 
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
1.    საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორს;
2.    საქართველოს 2016 წლის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს (ოლიმპიადა);
3.    საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის I ლიგიდან I-V მოჭადრაკეს.
     ვაკანტური ადგილები შეივსება:
          ა) I ლიგიდან I-V ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,
              I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით;
          ბ) უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,                                              
              ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა. 
              უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ     
             არაუგვიანეს 2016 წლის 10 თებერვლისა.

 6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
 7.  ტაი-ბრეიკი:გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.
      თანაბარი ქულების შემთხვევაში: 
1.    ბერგერის კოეფიციენტი;
2.    მოგებების რაოდენობა;
3.    პირადი შეხვედრა.
 8.  გამარჯვებულნი:
     - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის 
           კანდიდატად;
     - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2017 წლის ევროპის ქალთა 
           ჩემპიონატზე;
     - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2018 წლის საქართველოს ქალთა                    
           75-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
9.  დაჯილდოვება:
       - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;
       - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
       - I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

          საპრიზო ფონდი:

ადგ.    პრიზი
1.    5500 ლარი 
2.    4500 ლარი 
3.    3500 ლარი  
4.    2500 ლარი
5.    1500 ლარი
         
          პრიზები არ იყოფა.
          პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.                                                                        

 10.  საერთო წესები: 
      - ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
          ჩაეთვლება  წაგება. 
      - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება 
          წაგება.
       - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება 
          სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის 
          გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად 
          საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის 
          დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს 
           სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
 11. მედია აქტივობები:
          ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ 
          დააკმაყოფილონ ორგანიზაციის თხოვნა (თუ ასეთი იქნება) და მიიღონ  მონაწილეობა  
          მოკლე ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ   
          ღონისძიებას, მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა ოფიციალურ მიღებებს და იყვნენ  
          შესაბამისად ჩაცმულნი.
    
          ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი  ზურაბ მიქაძე.
                                                        
          მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

  • სათაური: საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 06-03-2017 8:44 PM
  • Tags:
Top