ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი

             დ ე ბ უ ლ ე ბ ა             

15.02-25.02.2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

 

  1. მიზანი და ამოცანები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების

      წევრობის კანდიდატად;

            - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2018 წლის ევროპის  ქალთა                     

                  ჩემპიონატზე;

            - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2019 წლის საქართველოს ქალთა                  

                  76-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

  1. ჩატარების ვადები და ადგილი:

ტურნირი ტარდება 2018 წლის 15-25 თებერვალს, ქ. თბილისში ჭადრაკის სასახლეში.

  1. განრიგი:

ტური

Dდღე

საათი

გახსნა და კენჭისყრა

15 თებერვალი

13.00

I ტური

16 თებერვალი

15.00

II ტური

17 თებერვალი

15.00

III ტური 

18 თებერვალი

15.00

IV ტური

19 თებერვალი

15.00

V ტური

20 თებერვალი

15.00

დასვენების დღე

21 თებერვალი

 

VI ტური

22 თებერვალი

15.00

VII ტური

23 თებერვალი

15.00

VIII ტური

24 თებერვალი

15.00

IX ტური

25 თებერვალი

13.00

დახურვა

25 თებერვალი

18.00

  1. სისტემა და დროის კონტროლი:

           ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის.

           თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი

           სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

  1. მონაწილენი:

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორს;
  2. საქართველოს 2017 წლის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის I ლიგიდან 1-5 მოჭადრაკეს.

     ვაკანტური ადგილები შეივსება:

          ა) I ლიგიდან 1-5 ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,

              I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით;

          ბ) უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,                                             

              ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

              უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ    

             არაუგვიანეს 2018 წლის 15 იანვრისა

 6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

 7.  ტაი-ბრეიკი:გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.

      თანაბარი ქულების შემთხვევაში:

  1. ბერგერის კოეფიციენტი;
  2. მოგებების რაოდენობა;
  3. პირადი შეხვედრა.

 8.  გამარჯვებულნი:

     - I  ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის

           კანდიდატად;

     - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2018 წლის ევროპის ქალთა

           ჩემპიონატზე;

     - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2019 წლის საქართველოს ქალთა                    

           76-ე  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

9.  დაჯილდოვება:

       - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;

       - I-III  ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;

       - I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

          საპრიზო ფონდი:

ადგ.

პრიზი

1.

5500 ლარი

2.

4500 ლარი

3.

3500 ლარი 

4.

2500 ლარი

5.

1500 ლარი

        

          პრიზები არ იყოფა.

          პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.                                                                         

  10. საერთო წესები:

         -  ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

         -  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია  

             სანქციები.

         -  ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება

             სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

             მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის

             ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან

             დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის

             დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

  1. . მედია აქტივობები:

          ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ

          დააკმაყოფილონ ორგანიზაციის თხოვნა (თუ ასეთი იქნება) და მიიღონ  მონაწილეობა 

          მოკლე ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ  

          ღონისძიებას, მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა ოფიციალურ მიღებებს და იყვნენ  შესაბამისად

          ჩაცმულნი.

 

        ტურნირის დირექტორი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

         მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.  

 

           2018 წლის საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის 
                 უმაღლეს ლიგაში მონაწილეთა სია (15.01.2018)
 
1. ხოტენაშვილი ბელა – 2017 წ. საქ. ჩემპიონ. უმაღლესი ლიგიდან
2. ხურციძე ნინო      – 2017 წ. საქ. ჩემპიონ. უმაღლესი ლიგიდან
3. მელია სალომე      – 2017 წ. საქ. ჩემპიონ. უმაღლესი ლიგიდან
4. ბაციაშვილი ნინო    – ნაკრების წევრი
5. ჯავახიშვილი ლელა – ნაკრების წევრი
6. არაბიძე მერი        – I ლიგიდან
7. ფურცელაძე მაკა     – I ლიგიდან
8. წერეთელი თამარ    – I ლიგიდან
9. გვეტაძე სოფიო       – I ლიგიდან
10. მიქაძე მირანდა       – I ლიგიდან
  • სათაური: საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-01-2018 8:00 PM
  • Tags:
Top