ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის I ლიგა

   დ ე ბ უ ლ ე ბ ა
           
12.12-21.12.2017 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
 
               
1. მიზანი და ამოცანები:
  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  - საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა     
    შერჩევა.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2017 წლის 12-21 დეკემბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში. 
3. ტურნირის განრიგი:
          ტური           დღე          საათი
რეგისტრაცია 12 დეკემბერი 11.00 - 18.00
გახსნა 13 დეკემბერი 15.00
I ტური 13 დეკემბერი 15.00
II ტური  14 დეკემბერი 15.00
III ტური  15 დეკემბერი 15.00
IV ტური 16 დეკემბერი 15.00
V ტური  17 დეკემბერი 15.00
VI ტური 18 დეკემბერი 15.00
VII ტური 19 დეკემბერი 15.00
VIII ტური 20 დეკემბერი 15.00
IX ტური 21 დეკემბერი 13.00
დახურვა 21 დეკემბერი 18.00
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, 
  შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, 
  შემდეგ 30 წთ. პარტიის ბოლომდე. პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 
  30 წამის დამატებით. 
5. მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის 
  ფედერაციის წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ ფედერაციის 2017 წლის საწევრო.
  მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა,    
  დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანი) გაიღებენ რეგიონული 
 ორგანიზაციები. 
6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
7. სატურნირო შესატანი: 20 ლარი. საერთაშორისო დიდოსტატები და საერთაშორისო 
   ოსტატები განთავისუფლებული არიან სატურნირო შესატანიდან.
8. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
  რაოდენობის მიხედვით.
  ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების   
  შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
  ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
  ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
   გ) მოგებების რაოდენობით;
   დ) პროგრესი (რეგრესით).    
9. საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:
   უმაღლესი ლიგა გაიმართება 2018 წელს, წრიული სისტემით. (უმაღლესი ლიგის 
   ჩატარების ვადებს და მონაწილეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს 
   ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა).
   უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ: 
     1. საქართველოს ქალთა 74–ე ჩემპიონატის I–III პრიზიორს;
     2. საქართველოს 2017 წლის ეროვნული ნაკრების წევრებს;
     3. I ლიგის საუკეთესო I-V მოჭადრაკეს. 
   ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს საქართველოს ფედერაციის გამგეობა.                                       
10. საერთო წესები:
   -  ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
      ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
 
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ 
           საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიის ღონისძიებათა კომისიის სამდივნოს: 
დათო კოდუა – მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა:    დ ე ბ უ ლ ე ბ ა 
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 
 
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი  ზურაბ  მიქაძე                 
                        
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი
  • სათაური: საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის I ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-11-2017 11:11 PM
  • Tags:
Top