ბლოგი

GCF's picture

საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

 

 9-18 თებერვალი  2016 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

 

  1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, სისტემა და ტურების რაოდენობა გადაწყდება

 რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით.

 ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

  1. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
  2. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ განმეორებითი დაბადების მოწმობის დედანი  ასლთან ერთად. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ასევე სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2016 წლის  საწევროს გადახდა.  სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
  3. სატურნირო შესატანი: 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი

არიან სატურნირო შესატანიდან).

  1. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1.       ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

2.       ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

3.       პირადი შეხვედრა;

4.       მოგებების რაოდენობით;

5.       პროგრესი (რეგრესით)

 

ტურნირის განრიგი:

რიცხვი

დღე

საათი

ტური

   9 თებერვალი

სამშაბათი

11:00  - 18:00

რეგისტრაცია

10 თებერვალი

ოთხშაბათი

15:00

გახსნა

10 თებერვალი

ოთხშაბათი

15:00

I     ტური

11 თებერვალი

ხუთშაბათი

15:00

II    ტური

12 თებერვალი

პარასკევი

15:00

III   ტური

13 თებერვალი

შაბათი

15:00

IV   ტური

14 თებერვალი

კვირა

15:00

V    ტური

15 თებერვალი

ორშაბათი

15:00

VI   ტური

16 თებერვალი

სამშაბათი

15:00

VII   ტური

17 თებერვალი

ოთხშაბათი

15:00

VIII  ტური

18 თებერვალი

ხუთშაბათი

11:00 

        IX  ტური

18 თებერვალი

ხუთშაბათი

16:.00

დახურვა

 

7.   პრიზები: საპრიზო ფონდია - 2 200 ლარი.

ადგ.

   ჭაბუკები 20 წ.

(01.01.1996 წ.შემდეგ დაბ.)

   გოგონები 20 წ.

(01.01.1996 წ.შემდეგ დაბ.)

1

500

500

2

400

400

3

200

200

 

- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინნსური კანონმდებლობის  

                                    შესაბამისად.

 

8.       გამარჯვებულები :

-     1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

  • 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ  20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურებს.

 

  1. საერთო წესები:
  2. ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
  3. პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
  4. ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

 

    

                      რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან. ტელ: 2-99-77-36,       მობ:  5-58 11-86-83.

 

ტურნირის დირექტორი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

                      მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი. 

 

 

         

                 

 

 
  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-01-2016 9:39 PM
  • Tags:
Top