ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის -'კახი ჩიგოგიძის თასი'

    დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

 

 18-27 თებერვალი  2017 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

  1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

     აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

  1. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ     30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
  2. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან 1997 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

       ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  2017 წლის საწევროს გადახდა. 

            სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

       4.     რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

       მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის

       ასლი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო

       შესატანის გადარიცხვის  დამადასტურებელი დოკუმენტი 2017 წლის 15 თებერვლის 18.00 საათამდე:

 

       სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com     მობ:  555 54 09 91

      მარგალიტა თანდაშვილი - ელ-ფოსტა - mtandashvili@yahoo.com   მობ: 599 23 42 12

 

                საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

                 სს "თიბისი ბანკი"

                ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

                საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

 

             -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2017 წლის  15 თებერვლის 18.00 საათი.

             -  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და

                მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან).

             -  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი.

              - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

                დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

     5. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. პირადი შეხვედრა;
  4. მოგებების რაოდენობით;
  5. პროგრესი (რეგრესით).

 

  1. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

18 თებერვალი

შაბათი

 

გახსნა

19 თებერვალი

        კვირა

15:00

I     ტური

19 თებერვალი

კვირა

15:00

II    ტური

20 თებერვალი

ორშაბათი

15:00

III   ტური

21 თებერვალი

სამშაბათი

15:00

IV   ტური

22 თებერვალი

ოთხშაბათი

15:00

V    ტური

23 თებერვალი

ხუთშაბათი

15:00

VI   ტური

24 თებერვალი

პარასკევი

15:00

VII   ტური

25 თებერვალი

შაბათი

15:00

VIII  ტური

26 თებერვალი

კვირა

15:00

        IX  ტური

27 თებერვალი

ორშაბათი

11:00 

დახურვა

27 თებერვალი

ორშაბათი

16:.00

 

7.   პრიზები: საპრიზო ფონდია - 2 200 ლარი.

 

ადგ.

   ჭაბუკები 20 წ.

(01.01.1997 წ. შემდეგ დაბ.)

   გოგონები 20 წ.

(01.01.1997 წ. შემდეგ დაბ.)

1

500

500

2

400

400

3

200

200

         

                     - ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

  1. გამარჯვებულები :

-     I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

  • I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ  20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურებს.

 

  1. საერთო წესები:
  • ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
  • პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
  • ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან  5 წუთის განმავლობაში.

 

ტურნირის დირექტორი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი. 

 

 

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის -'კახი ჩიგოგიძის თასი'
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-02-2017 7:50 PM
  • Tags:
Top