ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

  დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა                 

 23  - 30 აპრილი 2017 წ.   ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე.                                        

1.  სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.                       

     ტურნირში  არ დაითვლება ფიდეს რეიტინგი. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას   

     განსაზღვრავს  ორგანიზატორი.

2.  დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ  

     სვლაზე 10 წამის დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის

     ფედერაციის წევრი  ჭაბუკები და გოგონები.   

     სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

     მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი და

     საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის

     დამადასტურებელი დოკუმენტი 2017 წლის  20 აპრილის 18.00 საათამდე:

                          

     ნატა ალავიძე: - ელ-ფოსტა - nataalavidze.alavidze4@gmail.com    ტელ: 2-99-77-36,       მობ:  558 11 86 83.                      

     სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com      მობ:  555 54 09 91.

 

     საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

     სს "თიბისი ბანკი"

     ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

        -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2017 წლის  20 აპრილის 18.00 საათი.

        -  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და

           მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან).

        -  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი.

        -  რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

           დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

5.  თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

     შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. პირადი შეხვედრა;
  4. მოგებების რაოდენობით;
  5. პროგრესი (რეგრესით).

 

6.  ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

23 აპრილი

კვირა

 

გახსნა

24 აპრილი

ორშაბათი

15:00

I     ტური

24 აპრილი

ორშაბათი

15:00

II    ტური

25 აპრილი

სამშაბათი

15:00

III   ტური

26 აპრილი

ოთხშაბათი

15:00

IV   ტური

27 აპრილი

ხუთშაბათი

15:00

V    ტური

28 აპრილი

პარასკევი

15:00

VI   ტური

29 აპრილი

შაბათი

15:00

VII   ტური

30 აპრილი

კვირა

15:00

დახურვა

30 აპრილი

კვირა

17:00

 

7.  საერთო წესები:

  - ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო

    კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციაში      

გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

    პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის

    განმავლობაში.

8. გამარჯვებულები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

   - II- III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.                                                                      

   - I -III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში                           

     8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

  -  საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული

      ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

  -  I ადგილზე გასული - თასით და დიპლომით;

  -  II-III ადგილებზე გასულები - დიპლომებით.

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნო:

    მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com  

   ტურნირის დირექტორი – საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

   მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

 

 

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • Date: 17-03-2017 10:12 PM
  • Tags:
Top