
დასავლეთ ზონის პირველი ლიგა
3-10 მარტი 2018 წ. ქ. ფოთი
(ფოთის საჭადრაკო კლუბი ”ნანა”, ჭანტურიას ქ. # 2)
1. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს
რეიტინგი. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს
ორგანიზატორი.
2. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ
- წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
3. მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
8 წლამდე - 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
10 წლამდე - 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
12 წლამდე - 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2018 წლის
საწევროს გადახდა.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
4. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი და ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2018 წლის 2 მარტის 18.00 საათამდე:
დათო კოდუა - ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com მობ: 593600911.
ა(ა)იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი ნანა”
საინდ. კოდი: 415099379
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 750177499
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 მარტის 18.00 საათი.
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი. სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი.
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
5. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- პირადი შეხვედრა;
- მოგებების რაოდენობით;
- პროგრესი (რეგრესით).
6. ტურნირის განრიგი:
ტური |
რიცხვი |
დღე |
საათი |
ჩამოსვლის დღე |
3 მარტი |
შაბათი |
|
გახსნა |
4 მარტი |
კვირა |
15:00 |
I ტური |
4 მარტი |
კვირა |
15:00 |
II ტური |
5 მარტი |
ორშაბათი |
15:00 |
III ტური |
6 მარტი |
სამშაბათი |
15:00 |
IV ტური |
7 მარტი |
ოთხშაბათი |
15:00 |
V ტური |
8 მარტი |
ხუთშაბათი |
15:00 |
VI ტური |
9 მარტი |
პარასკევი |
15:00 |
VII ტური |
10 მარტი |
შაბათი |
11:00 |
დახურვა |
10 მარტი |
შაბათი |
16:00 |
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების
დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.
7. საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდანერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო
კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს საბანკო
ანგარიშზე გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.
პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის
8. გამარჯვებულები:
- 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
- 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- თითოეულ ტურნირში 1–5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის უმაღლესი
ლიგის საგზურებს.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
დათო კოდუა - მობ: 593 60 09 11. ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com
ტურნირის დირექტორი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გერმანე სალია
მთავარი მსაჯი – ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი, საერთაშორისო არბიტრი - დათო კოდუა.

- სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 20-02-2018 3:38 PM
- Tags: