ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სენიორებმა იტალიაში ასპარეზობა დაიწყეს

იტალიის  საკურორტო ქალაქი აკვა თერმე ტრადიციულად მაპსინძლობს მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორ მოჭადრაკეთა შორის.

ასპარეზობა ოთხ ტურნირად ტარდება: ღია 50+; ღია+65; ქალთა 50+;ქალთა 65+

ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ:

‘ღია’ 50+

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სენიორთა შორის გიორგი ბაღათუროვი, ზურაბ სტურუა, გიორგი ხომერიკი,ვარლამ ვეფხვიშვილი.

ქალთა 50+

ციალა ქასოშვილი

ქალთა 65+

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სენიორ-ქალთა შორის ნონა გაფრინდაშვილი,თამარ ხმიადაშვილი.

ასპარეზობაზე ორმა ტურმა განვლო და ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან:

გაფრინდაშვილი, ხმიადაშვილი,ქასოშვილი,სტურუა, ბაღათუროვი.

მესამე ტურში საინტერესო და ჩემპიონობისათვის გადამწყვეტი იქნება ორი ქართველი ვეტერანის: გაფრინდაშვილის და ხმიადაშვილის დაპირისპირება

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: სენიორებმა იტალიაში ასპარეზობა დაიწყეს
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-11-2017 4:30 PM
  • Tags:
Top