
გორელი საერთაშორისო ოსტატის ციალა ქასოშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სენიორ-ქალთა შორის.
გამარჯვებულის ანგარიშზე 7-დან 5,5 ქულა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნინო მელაშვილი. ხოლო მესამე ადგილზე 4,5 ქულით მარგალიტა თანდაშვილი გავიდა.
ერთბაშად ოთხმა მონაწილემ დააგროვა 5,5 – 5,5 ქულა სენიორ-ვაჟთა შორის ქვეყნის პირველობაზე. დამატებით მაჩვენებლთა ცხრილმა ოთხეული შემდეგნაირად გაანაწილა:
1. გიორგი ბაღათუროვი 2. ვლადიმერ სკაჩკოვი 3. ფრიდონ ყალაგაშვილი 4. სოსო კიკილაშვილი

- სათაური: სენიორებმა შეჯიბრი დაასრულეს...
- ავტორი:
- თარიღი: 09-02-2016 8:09 PM
- Tags: