
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ლეგენდარული ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის თასის ტრადიციული გათამაშება. ასპარეზობა 2 ტურნირად მიმდინარეობს:
- A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2001 და ზევით, ასვე ფიდეს წოდებიანები)
- B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2000 და ქვევით, ურეიტინგოები).
აღსანიშნავია,რომ წლევანდელი ‘A ტურნირი’ განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა. მონაწილეთა შორის არიან : ბაადურ ჯობავა, კირილ გეორგიევი (ბულგარეთი),სერგეი ჟიგალკო (ბელორუსია),ევგენი რომანოვი (რუსეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი), ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები:მაია ლომინეიშვილი და სოფო ხუხაშვილი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნინო ხურციძე, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ნინო ხომერიკი და სხვა.
სულ ასპარეზობაში მონაწილეობას 9 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი,რუსეთი, უკრაინა,რუსეთი, შოტლანდია,ბულგარეთი,ბრაზილია,სომხეთი) 69 მოჭადრაკე იღებს.
პირველ ტურს სესანციების გარეშე არ ჩაუვლია. სატურნირო რეიტინგ სიით მეოთხე ნომერი, საერთაშორისო დიდოსტატი კირილ გეორგიევი დაამარცხა დავით ლომსაძემ. ფრედ დაასრულდა: სოფო ხუხაშვილი - ბაადურ ჯობავას და სერგეი ჟიგალკოს შეხვედრა შანტ სარგსიანთან.
ტექნიკური შედეგები:

- სათაური: სენსაცია პირველივე ტურში
- ავტორი:
- თარიღი: 23-04-2016 2:35 AM
- Tags: