
2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულის, სოფიკო ხუხაშვილის პირველობით დასრულდა ქართული გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.
6-6 ქულით II-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
2.ალექსანდრა ვახანია;
3.სოფიო გევტაძე;
4.მერი არაბიძე;
5.ნონა დათუაშვილი.

- სათაური: სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებული გამოვლინდა!
- ავტორი:
- თარიღი: 26-07-2017 4:23 PM
- Tags: