
ფოთში მიმდინარეობს ტრადიციული, რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში 10 ტურნირი გაიმართება. საერთო საპრიზო ფონდი კი 45 000 ლარს შეადგენს.
ფესტივალის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა".
სულ, ფესტივალზე 20-მდე ქვეყნის 465 მოჭადრაკე მონაწილეობს.

- სათაური: ტრადიციული ფესტივალი ფოთში...
- ავტორი:
- თარიღი: 18-07-2017 5:45 PM
- Tags: