
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გოგონათა შორის ნინო ხომერიკმა, დიდი წარმატებით იასპარეზა რუსეთის კირიშებში დასრულებულ 'მსოფლიოს ახლაგაზრდა ვარსკვლავთა' ტურნირში!
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩემპიონი ასპარეზობის ერთადერთი მონაწილე-გოგონა იყო. მიუხედავად ამისა ტოლი არ დაუდო ძლიერი სქესის წარმომადგენლებს და 11-დან 7,5 ქულით პირველობა გაინაწილა საველი გოლუბევთან (რუსეთი) ერთად. გარდა, ამისა ნინომ ტურნირში ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის და ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა სარეიტინგო 106 ქულის მატებასთან ერთად!

- სათაური: ფანტასტიკურად იასპარეზა!
- ავტორი:
- თარიღი: 28-05-2016 11:05 PM
- Tags: