ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ფინალისტების ვინაობა ცნობილია...

თეირანში  მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ცნობილია ორივე  ფინალისტის ვინაობა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის  იბრძოლებენ: მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მე-3  ნომერი,მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2590) და ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრი ტან ჟონგი (ჩინეთი;2502).

ფინალში იოლად, დამატებითების გარეშე გავიდა მუზიჩუკი. ანამ ნახევარფინალში მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (2549, რუსეთი) დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 (1:0, 1:0) მოუგო.

მეორე ფინალისტმა, ტან ჟონგმა  ნახევარფინალში ინდოელი მოჭადრაკე ჰარიკა დრონოვალი ( 2539) დაამარცხა. მეტოქეებმა ტაი-ბრეიკით გაარკვიეს ურთიერთობა. უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში ჩინელმა მოჭადრაკემ 5:4 ( 1;0, 0:1, 0:1, 1;0,1:0, 0:1, 0,5:0,5, 0,5:0,5, 1:0) შეძლო მეტოქის დამარცხება .

რეიტინგიდან გამომდინარე ფავორიტად მუზიჩუკი ითვლება, რომელმაც ყველა მატჩი ძირითად დროში მოიგო და შედარებით დასვენებულიცაა, მეტოქისგან განსხვავებით რომელმაც ჩემპიონატში გათამაშებული 3 ‘არმაგედონიდან’ 2 ითამაშა!

 თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჟონგმა მეოთხედფინალში ამ ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი 2015-2016 წლების გრან-პრის გამარჯვებული, თანამემამულე ჟუ ვენჯუნი ( 2583) დაამარცხა.

აღსანიშნავია, ისიც რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტის და - მარია მუზიჩუკი წინა ჩემპიონატის გამარჯვებულია და ამრიგად, ანას გამარჯვების შემთხვევაში ჭადრაკის ისტორიაში პირველად დაფიქსირდება 1ოჯახიდან 2 ჩემპიონი.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ფინალისტების ვინაობა ცნობილია...
  • ავტორი:
  • Date: 25-02-2017 5:39 PM
  • Tags:
Top