
ბათუმში, მიმდინარე ევროპის პირველობას 9 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი;2738), გევეინ ჯონსი (ინგლისი;2651), ანტონ კორობოვი (უკრაინა;2664) და მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი;2707). მომდევნო ტურში სწორედ ამ ოთხეულის ერთმანეთში დაპირისპირება იქნება ყურადღების ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ტურში ლიდერების შეხვედრაში პირველი სვლა ჩემპიონატის საპატიო სტუმარმა, ლატვიის ფინანსთა მინისტრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა დანა რიეზნეცემ გააკეთა.

- სათაური: ფინიშამდე ორი ტურით ადრე...
- ავტორი:
- თარიღი: 27-03-2018 3:00 AM
- Tags: