
რუმინეთის მამაიაში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა პირველობამ. ჩემპიონატი 12 ტურნირად ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში (გოგონები;ჭაბუკები) U08;U10;U12;U14;U16;U18.
საქართველოს სახელით ტურნირზე ასპარეზობენ:
8 წლამდე - გიორგი გიორგაძე, ლუკა კილაძე, ანასტასია კირთაძე, მარიამ ჩეჩელაშვილი.
10 წლამდე - ლადო მაღლაკელიძე,დავით ნემსაძე, ვასიკო შაპოვალოვი, ალექსანდრე ყორღანაშვილი, მიხეილ ხანთაძე, დავით გოცირიძე, ხატია მახათაძე, ვერონიკა ტყეშელაშვილი,მარიამ სიჭინავა, მარიამ გვათუა.
12 წლამდე - თეიმურაზ კვიკვინია, ლევან დალბაშვილი, დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, რუსუდან მაღლაკელიძე.
14 წლამდე - შოთა ხოდაშნელი, თამარ ესაძე, ეკატერინე ფიფია, ნია დონღვანი.
16 წლამდე - ლუკა ობოლაძე, ნიკა ხვადაგიანი, მაია ბეჭვაია.
18 წლამდე - ირაკლი ახვლედიანი, მარიამ ჯანიაშვილი.
2 ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკეებიდან დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ და ლიდერთა შორის არიან: ლუკა კილაძე (8), ანასტასია კირთაძე (8), მარიამ სიჭინავა (10), დიანა ლომაია (12), თეიმურაზ კვიკვინია (12) და ირაკლი ახვლედიანი (18).
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

- სათაური: ქართველი მოზარდები ლიდერთა შორის არიან!
- ავტორი:
- თარიღი: 07-09-2017 2:49 PM
- Tags: