ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ყუფარაძემ ვაჟები სირცხვილს გადაარჩინა!

 

ერთპიროვნულად გაიმარჯვა გიგა ყუფარაძემ ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ  ვაჟთა გრან პრის პირველი ეტაპის გათამაშებაზე სწრაფ ჭადრაკში!

ქუთაისელი დიდოსტატის აქტივში რვა გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრეა მეორე ადგილზე გასულ  მერი არაბიძესთან! აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზეც მანდილოსანი, სოფიო გვეტაძე გავიდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ გოგონებს ვაჟების დამარცხება მიულოცა.

 

ასპარეზობა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში თითქმის ყველა წამყვანი დიდოსტატი ვაჟი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ქვეყნის ჩემპიონები სხვადასხვა წლებში: ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, თორნიკე სანიკიძე, კოკა შანავა და დავით მაღალაშვილი მონაწილეობდნენ.

დებულება

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

  • სათაური: ყუფარაძემ ვაჟები სირცხვილს გადაარჩინა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-03-2018 11:09 PM
  • Tags:
Top