
საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე (2445) და საერთაშორისო დიდოსტატი ბორის სავჩენკო (2633) I-II ადგილებს ინაწილებენ ფოთში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის მთავარ ‘A ტურნირში’.
მომდევნო ტურში სწორედ მათი შეხვედრა იქნება ყურადღების ცენტრში. თეთრი ფიგურებით ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს.
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან:
ალექსანდრ ზუბოვი (უკრაინა;2614), დავიდ პარავიანი (სომხეთი; 2511),ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი;2432) და დავით ლომსაძე (2364).
ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 10 ტურნირად (8 კლასიკურ ჭადრაკში; 2 ელვისებურში) ტარდება და მთლიანი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.
ტექნიკური შედეგები იხილეთ:
ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: ყუფარაძე დაწინაურდა...
- ავტორი:
- თარიღი: 18-07-2016 2:20 AM
- Tags: