ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ყუფარაძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა!

ქუთაისელი საერთაშორისო დიდოსტატის გიგა ყუფარაძის (2500)  ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა. გამარჯვებულმა  7 ქულა დააგროვა და  ნახევარი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს.

6,5-6,5 ქულით II-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.თორნიკე სანიკიძე (2524)

3.დავით მაღალაშვილი (2496)

4.ბაჩანა მორჩიაშვილი   (2382)

5.კონსტანტინე შანავა (2512)

6.თამაზ მგელაძე (2303).

ამრიგად, ტურნირის დებულებით გათვალისწინებული უმაღლესი ლიგის საგზური პირველ ოთხ ადგილზე გასულმა მოჭადრაკემ მოიპოვა: ყუფარაძე, სანიკიძე,მაღალაშვილი და მორჩიაშვილი.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

 

  • სათაური: ყუფარაძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-11-2017 11:29 PM
  • Tags:
Top