ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შეხვედრა ბათუმში...

სამგზის ევროპის ჩემპიონმა საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გარდამავალი თასი სამუდამოდ დაისაკუთრა. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, რომლებმაც კლუბს ევროპის გარდამავალი თასი გადასცეს, ბათუმის მერიაში უმასპინძლა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია და გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

მერმა გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, ოცწლიანი ინტერვალის შემდეგ, ლაშა კომახიძემ და მოჭადრაკე მირანდა მიქაძემ ჭადრაკი კვლავ ითამაშეს.

 

 

 

  • სათაური: შეხვედრა ბათუმში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-12-2017 7:39 PM
  • Tags:
Top