ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონატის ცენტრალური პარტია ფრედ დასრულდა...

მეექვსე ტურში განსაკუთრებით დიდ ინტერესს ორი ლიდერის: პაიჭაძის და მჭედლიშვილის შეხვედრა იწვევდა. რადგან, პარტიაში მოგებული მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა სატურნირო გამარჯვების მოსაპოვებლად...

კარო-კანის დაცვის პანოვის სისტემა გათამაშდა ჩემპიონატის ლიდერების: ლუკა პაიჭაძისა და მიხეილ მჭედლიშვილს შორის.  ცხრილის სათავეში მყოფმა მონაწილეებმა თავი აარიდეს ბრძოლას და ფიგურების გაცვლას მიჰყვეს ხელი.საბოლოო ჯამში მე-16 სვლისთვის სათამაშო რესურსიც ამოწურეს და სასურველი ფრეც დააფიქსირეს.

ინგლისურ დასაწყისიდან ძველინდურ დაცვის კლასიკურ სისტემაში გადაინაცვლეს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებმა: ლევან ფანცულაიამ და მერაბ გაგუნაშვილმა.  შავებით მოთამაშე გაგუნაშვილმა იოლად გაათანაბრა პოზიცია და  ტურნირის ყველაზე უკომპრომისო მონაწილე  მშვიდობიან დასასრულზე დაითანხმა.

‘ნავსი გატეხა’ და მოგებული პარტია ბოლომდე მიიყვანა  თორნიკე სანიკიძემ  გიგა ყუფარაძესთან შეხვედრაში. თეთრებმა ლაზიერის პაიკის დებიუტი აირჩიეს და მეტოქეებმა თავიდანვე საკმაოდ აქტიურ სტილში ითამაშეს.  სანიკიძემ მალე მიიღო გადამწყევტი უპირატესობა, შემდეგ როგორც ამ ჩემპიონატის განვლილ პარტიებში: მეტოქეს ‘ამოსუნთქვის’ საშუალება მისცა, როგორც ყოველთვის მწვავე ცაიტნოტში მოხვდა. თუმცა, ყუფარაძის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა  ქულის ‘დაკარგვის საშუალება’ არ მისცა.

მშვიდად, ყოველგვარი დრამატულობის გარეშე  ჩაიარა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დავით ჯოჯუასა და პირველი ლიგის გამარჯვებულის, ირაკლი ბერაძის შეხვედრამ. მეტოქეებმა ახალინდური დაცვა გაითამაშეს, სადაც ჯოჯუამ თეთრების წილად განკუთვნილი უპირატესობა მიიღო მეტოქის მცირე უზუსტობების დახმარებით. პარტიის მსვლელობისას, ბერაძემ როგორც ყოველთვის ჩინებულად დაიცვა თავი და მეტოქეს უპირატესობის განვითარების საშუალება არ მისცა.

VI ტურის შეხვედრები:

სანიკიძე       1 : 0   ყუფარაძე

ჯოჯუა       ½ : ½  ბერაძე

პაიჭაძე        ½ : ½ მჭედლიშვილი

ფანცულაია ½ : ½ გაგუნაშვილი

ისვენებს არუთინიანი

 

VII  ტურის შედეგები:

გაგუნაშვილი - სანიკიძე

მჭედლიშვილი - ფანცულაია

ბერაძე - არუთინიანი

ყუფარაძე - ჯოჯუა

ისვენებს პაიჭაძე

სატურნირო მდგომაროება:

1. პაიჭაძე - 4 ქულა; 

2. მჭედლიშვილი - 3,5 ქულა;

3.სანიკიძე  - 3 ქულა;

4. ჯოჯუა   - 3  ქულა;

5. ბერაძე     - 2,5 ქულა;

6. არუთინიანი - 2 ქულა;

7.გაგუნაშვილი - 2 ქულა;

 

8.ყუფარაძე - 2  ქულა;

9.ფანცულაია  - 2 ქულა;

10.შანავა  - 0 ქულა

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ჩემპიონატის ცენტრალური პარტია ფრედ დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-01-2017 10:03 PM
  • Tags:
Top