
13 მაისს, 12:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (მისამართი:ჭავჭავაძის 82) გაიმართება
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და BTU-ს ერთობლივი ღონისძიება.
ღონსიძიების ფარგლებში დაგეგმილია:
მემორანდუმის გაფორმება ჭადრაკის ფედერაციას და BTU-ს შორის.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და HP ხდებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორები და ერთობლივად უზრუნველყოფენ ეროვნული ნაკრების მომზადებას საჭირო ტექნოლოგიებით.
პროექტის #ითამაშეჭადრაკი წარდგინება;
პროექტის მიზანია - საზოგადოებაში ბრძენთა თამაშის პოპულარიზაცია და მასობრიობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ერთდროული თამაშის სეანსები, მოყვარულთა ტურნირები, ახალი წიგნების წარდგინება, შეხვედრები ჩვენს ლეგენდარულ და ახალი თაობის წარმატებულ მოჭადრაკეებთან;
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძის მატჩი კომპიუტერის წინააღმდეგ;
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრების ერთდროული თამაშის სეანსი ჭადრაკის მოყვარულების წინააღმდეგ.

- სათაური: ძაგნიძე კომპიუტერს დაუპირისპირდება!
- ავტორი:
- თარიღი: 12-05-2017 2:33 PM
- Tags: