
30 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრების წარდგენა გაიმართება. ჩვენი მოჭადრაკეები 1-14 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში დაგეგმილ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადზე მიიღებენ მონაწილეობას.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ქალთა ნაკრების შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.
ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი - ზურაბ სტურუა.
აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010) პრიზიორი.

- სათაური: წარდგინება
- ავტორი:
- თარიღი: 29-08-2016 3:21 PM
- Tags: