
ბაქოში, დაწყებული საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში ჩვენმა ქალებმა მშრალი ანგარიშით - 4:0 გაიმარჯვეს და მეორე ტურში ფილიპინელ მოჭადრაკეებს შეხვდებიან.
დიდი ანგარიშით- 3,5:0,5 მოიგეს ქართველმა ვაჟებმა და მომდევნო ტურში ირანელ კოლეგებს დაუპირისპირდებიან.ორივე ნაკრებმა სასტარტო ტურში თავიანთი ლიდერების: ნანა ძაგნიძის და ბაადურ ჯობავას გარეშე იასპარეზა.
ტექნიკური შედეგები:
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი - ზურაბ სტურუა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.
სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;
დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;
30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010) პრიზიორი.

- სათაური: წარმატებით დაიწყეს!
- ავტორი:
- თარიღი: 03-09-2016 1:43 AM
- Tags: