
წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2701) მოსკოვში დასრულებულ ‘Аэрофлот Опен 2017’-ში.
ქართელი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო და საბოლოოდ 9-დან 6 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა. ამ შედეგით ჯობავამ საკუთარ ელო-რეიტინგს 5 პუნქტი შემატა.
ეფექტურად დაამარცხა მე-7 ტურში ბაადურმა ძლიერი უკრაინელი დიდოსტატი იური კუზუბოვი (2643).
59...A1ლ+! 60.მ: A1 მD4 თეთრი მხედარის ცუგცვანგით...
ტურნირის გამარჯვებული კი მასპინძელთა წარმომადგენელი ვლადიმერ ფედოსეევი გახდა (2658) 9-დან 7 ქულით. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და კოეფიციენტთა ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2.ევგენი ნაერი (რუსეთი;9, 3.ვლადისლავ კოვალიოვი (ბელორუსია;2598), 4.ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი;2724).
რუსეთის დედაქალაქში, რიგით მე-15 ‘Аэрофлот Опен 2017’ ფესტივალი . სამ ტურნირად გაიმართა და მისი საერთო საპრიზო ფონდი 140 000 ევროს შეადგენდა.ფესტივალი სამი ტურნირისგან შედგებოდა: ‘А’, ‘В’ და ‘С’. ყველაზე დიდ ინტერესს ‘А’ ტურნირი იწვევდა სადაც მხოლოდ 2500-ის ზემოთ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს შეეძლოთ ასპარეზობა.
‘В’ ტურნირში საქართველოს სახელით: მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული მერი არაბიძე და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ნინო ხომერიკი ასპარეზობდნენ. მერიმ 5 ქულა დაგროვა, ხოლო ნინომ 3,5 ქულას მოუყარა თავი.

- სათაური: წარმატებით იასპარეზა!
- ავტორი:
- თარიღი: 02-03-2017 2:54 AM
- Tags: