ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წინ, 'ცხელი' გაზაფხული გველის!

 მოგესალმებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  განახლებული ვებგვერდიდან და მოგიწოდებთ ყველა ჭადრაკის მოყვარულს თანამშრომლობისკენ.

ქართული ჭადრაკის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს  ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის სხდომაზე წარდგენილი  პროექტის ‘ჭადრაკი სკოლაში’  წარმატება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, რეგიონების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში  ადგილობრივ ფედერაციებს საშუალება მიეცათ ფედერაციის საწევროს საკუთარი საჭიროებისამებრ განკარგვის. აგრეთვე, რეგიონის წარმომადგენელ, პერსპექტიულ მოზარდებს  უსასყიდლოდ საწვრთნელ ტრენინგებს უტარებენ  ეროვნული  ნაკრების მწვრთნელები.

წინ გველოდება უაღრესად დატვირთული გაზაფხული:

ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის საიუბილეო 75-ე წელთან დაკავშირებით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.

ბათუმი, 19 აპრილიდან -3 მაისამდე   უმასპინძლებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის სერიის გათამაშებას.

თბილისში, 21-30 აპრილს  გაიმართება საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირი ნონას თასზე.

3 მაისს, ჭადრაკის სასახლის წინ გაიხსნება ჩვენი საამაყო ჩემპიონის სახელობის ვარსკვლავი.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ლეგენდარული ჩემპიონის საიუბილეო საღამო.

  • სათაური: წინ, 'ცხელი' გაზაფხული გველის!
  • ავტორი:
  • Date: 13-03-2016 8:17 PM
  • Tags:
Top