ჭადრაკის დღე

20 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება 1992 წელს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შემდეგი შემადგენლობით მოიპოვა - მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ნანა ალექსანდრია.

ჭადრაკის სასახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე სახელოვან ქართველ მოჭადრაკეებს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადასცეს.

ტიტულოვან მოჭადრაკეებთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ასევე ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი მოჭადრაკეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

  • სათაური: ჭადრაკის დღე
  • ავტორი:
  • თარიღი: 12:25 AM
Top