ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჭადრაკის დღეები - თბილისი მოლში...

5-6 აგვისტოს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმატებულმა პროექტმა #ითამაშეჭადრაკი,  სავაჭრო ცენტრ ‘თბილისი მოლის’ ცენტრალურ ატრიუმში გადაინაცვლა.

 ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, როგორც მოყვარულ ასევე პროფესიონალ მოჭადრაკეთა შორის.
 

5 აგვისტოს -ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს:მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა და მსოფლიოს ორგის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა.
ჩატარდა ‘მოყვარულთა’ ტურნირი  და  ვაჟთა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობა ნიკა პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

6 აგვისტოს - ნორჩ მოჭადრაკეებს  ერთდროული თამაშის სეანსში დაუპირისპირდა, ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე.
სეანსის შემდეგ გაიმართა ტურნირები 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა და ქალთა შორის.

18-წლიანებში  პირველობა არავის დაუთმო ნიკა კაჭარავამ. ქალთა შორის კი დამაჯერებლად გაიმარჯვა ინგა ჭარხალაშვილმა.

ღონისძიების მსვლელობის დროს, ყველა მსურველს ჰქონდა საშუალება ჭადრაკის თამაშის.  მოყვარულთა განკარგულებაში იყო უზარმაზარი საჭადრაკო  დაფა თავისი ფიგურებით. გიგანტური საჭადრაკო კომპლექტი განსაკუთრებული მოწონებით პატარებში სარგებლობდა. ასევე, მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია დიდ დაფაზე გამართულმა ბლიც-პარტიებმა 5-წუთიანი კონტროლით.

 

ფოტო და ვიდეო გალერეა

  • სათაური: ჭადრაკის დღეები - თბილისი მოლში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-08-2017 2:46 AM
  • Tags:
Top