
18 ოქტომბრიდან, ბათუმის ‘შერატონში’ სტარტს აიღებს კადეტთა (08;10;12 წწ.) შორის მსოფლიო პირველობა.
ასპარეზობა 6 ტურნირად გაიმართება:
8 წლამდე გოგონები და ბიჭები;
10 წლამდე გოგონები და ბიჭები;
12 წლამდე გოგონები და ბიჭები;
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში 66 ქვეყნის 728 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
სათამაშო დღეები:19-24 ოქტომბერი; 26-30 ოქტომბერი. 25 ოქტომბერს მონაწილეები დაისვენებენ.
I-V ადგილზე გასული მონაწილეებისათვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:
I ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;
II ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;
III ადგილი - თასი; ‘აიფონი’
IV ადგილი - ‘აიფონი’
V ადგილი - ფოტოკამერა
ჩემპიონატის მსვლელობის დროს დაგეგმილია სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებები.
21-23 ოქტომბერი - ფიდეს ეგიდით ბათუმში მდებარე სასტუმრო ინტურისტში გაიმართება მწვრთნელთა სემინარი. მასტერ-კლასებს ფიდეს სენიორ-მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი მიხეილ გურევიჩი ჩაატარებს.
22-25 ოქტომბერი - მსაჯებისთვის სემინარს გამართავს საერთაშორისო არბიტრი, ფიდეს მსაჯთა კომისიის წევრი, აშოტ ვარდაპეტიანი.
25-26 ოქტომბერი - გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - ‘ჭადრაკი სკოლაში’.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2015-16 სასწავლო წლიდან დიდი წარმატებით დაინერგა პროექტი ‘ჭადრაკი სკოლაში’.

- სათაური: ხვალიდან, ნორჩი მოჭადრაკეები დაიწყებენ ასპარეზობას...
- ავტორი:
- თარიღი: 19-10-2016 3:49 AM
- Tags: