
10 მარტს, 13:00 საათზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ქალთა 74-ე პირველობის გახსნის ცერემონიალი.
ჩემპიონატი 10 დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის 10 წამყვანი მოჭადრაკე. საპრიზო სამეულში გასული მონაწილეები მოიპოვებენ ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატის საგზურებს. ამასთანავე I-V ადგილზე დაწესებულია საპრიზო ფონდი - 17 500 ლარის ოდენობით.
მონაწილეთა სია:
1. ხოტენაშვილი ბელა
2. მელია სალომე
3. არაბიძე მერი
4. ხურციძე ნინო
5. ხუხაშვილი სოფიკო
6. წერეთელი თამარ
7. ხომერიკი ნინო
8. გვეტაძე სოფიო
9. მიქაძე მირანდა
10. კუჭავა ანა

- სათაური: ხვალიდან, ჭადრაკის სასახლეში...
- ავტორი:
- თარიღი: 09-03-2017 5:01 PM
- Tags: