ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხოტენაშვილი ერთპიროვნულად დაწინაურდა!

 

4 ტურის  შემდეგ ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით  ბელა ხოტენაშვილი ლიდერობს!

ტურის ცენტრალური პარტია ხოტენაშვილსა და ხურციძეს შორის გაიმართა. მეტოქეებმა ნიმცოვიჩის კლასიკური სისტემა აირჩიეს. დებიუტში ცენტრალური პაიკების   გაცვლას, ვერტიკალური და დიგაონალური ხაზების გახსნა მოჰყვა. ფიგურულ თამაშში უკეთესად  თეთრები გარკვნენ და ინიციატივასაც დაუფლნენ.უარესს პოზიციაში ხურციძეს თავის დაცვა გაუჭირდა, მეტოქის უზუსტობები დამაჯერელად გამოიყენა ხოტენაშვილმა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან.

ვენური პარტიის მშვიდი დასაწყისის წინააღმდეგ მოუწია თამაში ასპარეზობის მეორე ლიდერს, მერი არაბიძეს. თეთრებით მოთამაშე წერეთელმა მოგებაზე  პრეტენზიის გარეშე ითამაშა დებიუტი და მე-8 სვლაზე შესთავაზა მეტოქეს ლაზიერების გაცვლა. არაბიძე, ღრმა ენდშპილამდე ცდილობდა საყაიმო პოზიციაში მოგების შანსების გამოჩიჩქნას.მაგრამ, ვერაფერს გახდა. საბოლოოდ,მეტოქეები 54-ე სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

ჩვეულებისამებრ მშვიდი დებიუტი აირჩია სალომე მელია ნინო ხომერიკთან შეხვედრაში. პარტია თავიდანვე თანაბარ გარემოში მიმდინარეობდა.თუმცა, მელია ნელ-ნელა აგროვებდა დივიდენდებს პოზიციური უპირატესობის მოსაპოვებლად. მეტოქემაც იმედი არ გაუწბილა და საკმაოდ დაეხმარა უპირატესობის განვრცობაში.ამრიგად, მნიშვნელოვანი გამარჯვებით ბათუმელმა დიდოსტატმა მკვეთრად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა მესამე ადგილზე გადანაცვლებით.

‘B2’-ზე კუს ფიანკეტირებით უპასუხა გვეტაძის ახალინდურ განლაგებას ანა კუჭავამ. პარტია თავიდან სკმაოდ მშვიდად მდინარეობდა, თუმცა, მე-20 სვლის შემდეგ შავებმა თეთრების პოზიციურ-ტაქტიკური დარტმა დასვეს და უარესი პოზიციაც მიიღეს. მაგრამ, შავუჯროვანი კუს წყალობით, რომელმაც პაიკთა ცუდი წყობაც კი გადაფარა, ციხე-სიმაგრე ააგეს და ფრეც დააფიქსირეს.

გამბიტური პაიკის შეწირვით უპასუხა სოფო ხუხაშვილმა მირანდა მიქაძის კარო-კანის დაცვას.თუმცა, შემდეგში მეტოქეებმა თავი აარიდეს გართულებებს, ფრეზე შეთახმდნენ და პირველი ნახევარი ქულა ჩაიწერეს აქტივში. შეიძლება ითქვას ამ ყაიმით ნავსი გატეხეს და მომდევნო თამაშებში სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდებიან.

 

IV ტურის შეხვედრები:

კუჭავა          ½:½   გვეტაძე

ხუხაშვილი  ½:½   მიქაძე

წერეთელი ½:½არაბიძე

მელია        1 : 0  ხომერიკი

ხოტენაშვილი 1 : 0 ხურციძე.

 

მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:

1.ხოტენაშვილი - 4 ქულა;

2.არაბიძე- 3,5 ქულა;

3.მელია - 2,5 ქულა;

4.გვეტაძე - 2,5 ქულა;

5.ხურციძე - 2  ქულა;

6.წერეთელი - 1,5 ქულა;

7.კუჭავა - 1,5 ქულა;

8.ხომერიკი - 1,5 ქულა;

9.მიქაძე - 0,5 ქულა;

10.ხუხაშვილი - 0,5 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: ხოტენაშვილი ერთპიროვნულად დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • Date: 15-03-2017 2:15 AM
  • Tags:
Top