
წარმატებით ასპარეზობენ ქართველი ვაჟები კოსოვოში მიმდინარე რიგით მე-17 ევროპირველობაზე! განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მესამე ტური ჩვენებისთვის, ყველა მათგანმა მოიგო შეხვედრა!
3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან: საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა.
განვლილ ტურში სტურუამ უძლიერესი უკრაინელი დიდოსტატი ვლადიმირ ონიშუკი დაამარცხა, ხოლო ჯობავამ სომეხი დიდოსტატი სამველ ტერ-სააკიანი. მომდევნო ტურში ჯობავა თეთრებით ბერძენ პალიგრას დაუპირისპირდება, ხოლო სტურუა ჩემპიონატის რეიტინგ-ლიდერ,დავიდ ნავარას.
მხოლოდ, ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს დანარჩენი 3 ქართველი მონაწილე: ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი და თორნიკე სანიკიძე.
ჩემპიონატში 39 ქვეყნის 245 მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 120 000 ევროს შეადგენს. I-XX ადგილზე გასული მონაწილეები ვაჟთა შორის მსოფლიო თასის ლიცენზიით დაჯილდოვდებიან.

- სათაური: ხუთივემ გაიმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 15-05-2016 1:21 PM
- Tags: