
მორიგი გამარჯვება იზეიმა, ბაადურ ჯობავამ მინსკში მიმდინარე ევროპის პირად ჩემპიონატზე ვაჟთა შორის. შავი ფიგურებით მოთამაშე ქართული ჭადრაკის ლიდერმა კარგად გამოიყენა მეტოქის უზუსტობები და ეფექტურად გაიმარჯვა 25-ე სვლაზე. ამ გამარჯვებით, ჯობავამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პირველობისკენ.
ჩემპიონატზე, ჯერჯერობით ლიდერობას ინგლისელი დავიდ ჰოუელი ინარჩუნებს. მის აქტივში 9-დან 7,5 ქულაა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება შემდეგი ოთხეული:ანტონ დემჩენკო (რუსეთი),მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი),არმან მიქაელიანი (სომხეთი) და ჯობავა.
ფინიშამდე 2 ტურით ადრე ევროპირველობაზე ძალიან დაიძაბა სატურნირო მდგომარეობა და სავარაუდოდ ჩემპიონობის ბედი შემდეგ შეხვედრებში გადაწყდება:
მატლაკოვი - ჰოუელი; დემჩენკო - ჯობავა და მიქაელიანი - ნავარა.
მეცხრე ტურის შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
გევეინ ჯონსი(ინგლისი;2654) 0 : 1 ბაადურ ჯობავა (2713)
მიხეილ მჭედლიშვილი (2605) ½:½ ბორის გრაჩევი(რუსეთი;2658,)
იგორ კოვალენკო(ლატვია;2657) ½:½ ლუკა პაიჭაძე (2568)
მარტინ კრავცივი(უკრაინა;2653) ½:½ თამაზ გელაშვილი (2563)
დავით ჯოჯუა (2581) ½:½ ლუკა ლენიჩი (სლოვენია;2641)
ალექსეი სარანა (რუსეთი;2472) 1 : 0 ლევან ფანცულაია (2594)
თორნიკე სანიკიძე (2518) 1 : 0 მათეუს ბარტელი (პოლონეთი;2657)
ნათან ბირნბოიმი (ისრაელი;2358) 0 : 1 ზურაბ სტურუა (2555)
მერი არაბიძე (2374) 0: 1 ვოიტეჩ პლატი (ჩეხეთი;2522)
მარიან ჯურჩიკი(სლოვაკეთი;2501) - ნოე თუთისანი (2347);
მეათე ტურის შეხვედრები:
ანტონ დემჩენკო (რუსეთი;2629) - ჯობავა
რუსლან პონომარიოვი (უკრაინა;2712) - მჭედლიშვილი
ჯოჯუა - იგორ კოვალენკო (ლატვია;2568)
ლუკა ლენიჩი (სლოვენია;2641) - პაიჭაძე
გელაშვილი - მუსტაფა ილმაზი (თურქეთი;2630)
სტურუა - ზდენკო კოჟული (ხორვატია;261)
ზბინეკ ხრაჩეკი (ჩეხეთი;2612 - სანიკიძე
ფანცულაია - ანდრეას დერმაირი (ავსტრია;2472)
ილია სმირინი (ისრაელი;2676) - თუთისანი
სერგეი ულასევიჩი (ბელორუსია;2125) - არაბიძე
ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა:
ჯობავა - 7 ქულა;
ჯოჯუა, პაიჭაძე, გელაშვილი, მჭედლიშვილი- 6 -6 ქულა;
სანიკიძე, სტურუა- 5,5-5,5 ქულა;
ფანცულაია - 5 ქულა;
არაბიძე, თუთისანი - 4- 4 ქულა.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

- სათაური: ჯობავა, წინ მიიწევს!
- ავტორი:
- თარიღი: 09-06-2017 2:32 AM
- Tags: