
დიდი წარმატებით იასპარეზედ თურქეთის ქალაქ ორდუში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირზე!
ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დავით ჯოჯუამ აჩვენა, ხოლო ქალთა შორის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ.
ჯოჯუამ 7-დან 6 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ტურნირში. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-XI ადგილები გაინაწილეს: თორნიკე სანიკიძემ და დავით ბენიძემ.
სოფიკო ტერელაძის აქტივში კი 5 ქულა და ქალთა შორის პირველი ადგილია.

- სათაური: ჯოჯუამ და ტერელაძემ თურქეთში გაიმარჯვეს!
- ავტორი:
- თარიღი: 19-04-2016 7:09 PM
- Tags: