
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბმა ქალაქის ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინძლა უძველესი თამაშის მოყვარულთა შორის. ასპარეზობა დევიზით ‘პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს’ ორ დღეს გაგრძელდა და სამ ტურნირად გაიმართა: ვაჟთა, ქალთა და ‘პროფესიონალთა’ შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, საკრებულოს წევრები:ირმა პეტრიაშვილი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე.
ჩემპიონატი ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
გამარჯვებულები:
I ადგილი - ტატო ქოჩაკიძე - 8 ქულა;
II ადგილი - გიორგი სერჟანოვი - 7 ქულა;
III ადგილი - ელგუჯა მორჩაძე - 6,5 ქულა.
I ადგილი - რუბენ ჩიკვაშვილი - 7,5 ქულა;
II ადგილი - გიორგი სულუხია - 7,5 ქულა;
III ადგილი - დავით ხვედელიძე - 7,5 ქულა.
I ადგილი - სოფო ვაჭარაძე - 7,5 ქულა;
II ადგილი - შორენა ჯიმშელეიშვილი - 7,5 ქულა;
III ადგილი - მაკა ლონდარიძე - 7 ქულა.

- სათაური: ‘პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს’
- ავტორი:
- თარიღი: 19-09-2016 6:33 PM
- Tags: