ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2017” (III ეტაპი) რაპიდში ქალთა შორის

                            დ ე ბ უ ლ ე ბ ა

                                        

27.09-28.09.2017 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე                                             

1. მიზანი და ამოცანები:

   - საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

      - რაპიდში საქართველოს გრან-პრის III ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი

   27.09-28.09.2017 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

     - ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა

       მსურველი ქალი,   ვისაც აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

     -  სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო

       შესატანებს) გაიღებენ თვით მონაწილენი ან მათი მომავლინებელი ორგანიზაციები.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 

   თითოეულს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

5. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების   

    დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი რაპიდში.

7.  სატურნირო შესატანი: 10 ლარი. დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები

      განთავისუფლებულნი არიან  სატურნირო  შესატანისგან.

8.    ტურნირის განრიგი:

ტური

თარიღი

დრო

რეგისტრაცია

27 სექტემბერი

1100 – 1400

გახსნა

27 სექტემბერი

15.00

I    ტური

27 სექტემბერი

15.00

II   ტური

27 სექტემბერი

 

III  ტური

27 სექტემბერი

 

IV   ტური

27 სექტემბერი

 

V    ტური

27 სექტემბერი

 

VI   ტური

28 სექტემბერი

15.00

VII  ტური

28 სექტემბერი

 

VIII ტური

28 სექტემბერი

 

IX   ტური

28 სექტემბერი

 

დახურვა

28 სექტემბერი

 

 

9.    პრიზები : საპრიზო ფონდია:  1000 ლარი (რაპიდი).

ადგილი

ქალები

 1

500

 2

300

 3

200

    

   -   თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში საპრიზო ადგილები განაწილდება  

       კოეფიციენტით, მაგრამ  პრიზები გაიყოფა თანაბრად.

     -  ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის    

        შესაბამისად.

10. საერთო წესები:

     -  ტურის დაწყებიდან  15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს

         ჩაეთვლება წაგება.

-  პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს   

     ჩაეთვლება წაგება.

  • ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება  გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

           პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის

           დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.      ტელ: 2-99-77-36,       მობ:  5-58 11-86-83.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი    ზურაბ მიქაძე.                                                                         

 მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

 

 

  • სათაური: ”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2017” (III ეტაპი) რაპიდში ქალთა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-09-2017 1:47 PM
  • Tags:
Top