
2017 წლის ბოლო საჭადრაკო ღონისძიება 31 დეკემბერს გაიმართა ჭადრაკის სასახლეში. თბილისის მერიის ხელშეწყობით 'საახალწლო ღია ტურნირი' ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს იმართება.შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა ელვისებურ ჭადრაკში და პირველობა არავის დაუთმო საქართველსო მოქმედმა ჩემპიონმა ვაჟთა შორის ლუკა პაიჭაძემ. ხოლო ქალთა შორის პირველობა ნონა დათუაშვილმა დაისაკუთრა.
ვაჟთა შორის:
I ადგილი - ლუკა პაიჭაძე - 7,5 ქულა;
II ადგილი - შოთა აზალაძე - 7,5 ქულა;
III ადგილი -ნიკა ვოლკოვი - 7,5 ქულა;
ქალთა შორის:
I ადგილი - ნონა დათუაშვილი- 6 ქულა;
II ადგილი - მარიამ თევზაძე - 5,5 ქულა;
III ადგილი -ინგა ხურცილავა - 5,5 ქულა;
სენიორი ქალი (50+) - მაყვალა ხანთაძე - 3,5 ქულა;
სენიორი ვაჟი (50+) - გიორგი გიორგაძე - 6,5 ქულა;
სენიორი ქალი (+65) - თამარ ხმიადაშვილი - 3,5 ქულა;
სენიორი ვაჟი (+65) - მერაბ არჩვაძე - 5 ქულა;

- სათაური: 2017 წელი თბილისის საახალწლო ტურნირმა დაასრულა...
- ავტორი:
- თარიღი: 01-01-2018 2:02 AM
- Tags: