ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის I ლიგა

                                                                დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

  1. მიზანი და ამოცანები:
  • საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
  • საქართველოს უძლიერესი კლუბების გამოვლენა.
  • 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა გამოვლენა.
  1. სისტემა და კვალიფიკაცია:                                                                                                                                       
  2.   ჩემპიონატი გაიმართება აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად.               
  3. ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, ორ წრედ.                                                                   
  4. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.                                                                                                                                   
  5.  საჭიროების შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
  6. დროის კონტროლი:                                                                                                                                                              
  7.  ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
  8. მონაწილენი:                                                                                                                                                                        
  9.  ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 10-10 საჭადრაკო კლუბს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი იურიდიული სტატუსი და აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ მატჩის ჩატარება. კლუბი გაწევრიანებული უნდა იყოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში. თითოეულ ქვეჯგუფში 10-ზე მეტი მონაწილე მსურველი კლუბის შემთხვევაში მონაწილეობის უფლებას განსაზღვრავს წარმოდგენილი გუნდების ძირითადი შემადგენლობის მოჭადრაკეების უკეთესი საშუალო ფიდეს რეიტინგი.                    

გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 8 მონაწილით:

I-II დაფა - ღია (ნებისმიერი მოჭადრაკე);

III, IV დაფა - 16 წლამდე (დაბადებულნი 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ);

V, VI დაფა - 12 წლამდე (დაბადებულნი 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ);

VII, VIII დაფა - 10 წლამდე (დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ).

ყველა გუნდი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული.

 გუნდის განაცხადის წარმოდგენისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას  ყოველ დაფაზე 1 ან მეტი

სათადარიგო მონაწილე.

\ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებმა 2019 წლის 20 მარტამდე უნდა წარმოადგინონ გუნდების სახელობითი

განაცხადი ძირითადი და  სათადარიგო მოჭადრაკეების საბოლოო შემადგენლობა დაფების მიხედვით.

რეგისტრაცია:                                                                                                                                                              

რეგისტრაციისათვის კლუბებმა უნდა წარმოადგინონ:  

  1. 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  2. 2. საბანკო რეკვიზიტები;
  3. 3. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება;
  4. 4. კლუბსა და კლუბის წევრებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;                                                                                                                                               
  5. რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  20 მარტი.  
  6. სამივლინებო ხარჯები:                                                                                                                                                     
  7. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ კლუბები ან  სხვა მიმავლინებელი ორგანიზაციები.
  8. გამარჯვებულთა გამოვლენა:                                                                                                                             
  9. გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.                                    
  10.   მოგება განისაზღვრება - 2 ქულით,  ფრე - 1 ქულით, წაგება - 0 ქულით.
  11. თაიბრეიქი:                                                                                                                                                                                        
  12. ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
  1. ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;  2. ურთიერთშორის მატჩის შედეგით; 3.ზონნებორნ-ბერგერის სისტემით.
  2. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

დღე

საათი (I ტური)

საათი (II ტური)

I-II  ტური

6 აპრილი

შაბათი

12:00

15:00

III-IV  ტური

13 აპრილი

შაბათი

12:00

15:00

V-VI  ტური

25 მაისი

შაბათი

12:00

15:00

VII-VIII  ტური

3 სექტემბერი

სამშაბათი

12:00

15:00

IX-X  ტური

14 სექტემბერი

შაბათი

12:00

15:00

XI-XII  ტური

19 ოქტომბერი

შაბათი

12:00

15:00

XIII-XIV  ტური

26 ოქტომბერი

შაბათი

12:00

15:00

XV-XVI  ტური

2 ნოემბერი

შაბათი

12:00

15:00

XVII-XVIII  ტური

30 ნოემბერი

შაბათი

12:00

15:00

 
  1. დაჯილდოება:
  2. ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება გარდამავალი თასით. 

I – III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

  1. -II ადგილზე გასულ გუნდები მოიპოვებენ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

კლუბებს ასევე გადაეცემათ საჭადრაკო ინვენტარი:I ადგილი - 12 ელექტრონული საათი, 12 ჭადრაკი;

  1. I ადგილი - 8 ელექტრონული საათი, 8 ჭადრაკი;

III ადგილი - 5 ელექტრონული საათი, 5 ჭადრაკი;

IV ადგილი - 3 ელექტრონული საათი, 3 ჭადრაკი;

V ადგილი - 2 ელექტრონული საათი, 2 ჭადრაკი.                                                      

  1. საერთო წესები:                                                                                                                                                                                
  2.  დასავლეთ ზონაში შეჯიბრება ჩატარდება შემდეგი პრინციპით:
  3. კენჭისყრის შედეგად თეთრებით  მოთამაშე ჩაითვლება “მასპინძელ” კლუბად, ხოლო შავებით მოთამაშე - “სტუმარ” კლუბად.
  4. სტუმარი” კლუბი ვალდებულია შეჯიბრების განრიგის შესაბამისად ჩავიდეს სათამაშოდ “მასპინძელ” კლუბთან.                                  - აღმოსავლეთ ზონაში შეჯიბრება ჩატარდება შემდეგი პრინციპით: ყველა ტური გაიმართება თბილისში, ჭადრაკის სასახლეში შეჯიბრების განრიგის შესაბამისად.                                                                                                     
  5. სათამაშო დღეებში კლუბებს სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.                            
  6. ყოველი ტურის წინ 2 დღით ადრე კლუბმა უნდა წარმოადგინოს ტურნირის დირექტორთან (a.arsenidze1973@gmail.com) მატჩისთვის გუნდის განაცხადი. განაცხადის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კლუბი ითამაშებს ძირითადი სასტარტო შემადგენლობით.                                                                                                               
  7. ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.                     
  8. პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.                     
  9. გუნდის ტურნირიდან გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნება კლუბის მიერ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.                                                                                                                                                                                           
  10. ნებისმიერ მონაწილე კლუბს უფლება აქვს მატჩის დამთავრებიდან 1 საათის განმავლობაში გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.   

კლუბი ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

 

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - ალექსანდრე არსენიძე:

                    ელ.ფოსტა:  a.arsenidze1973@gmail.com                       მობ: 599-92-96-87.

  • სათაური: 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის I ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-03-2019 6:04 PM
  • Tags:
Top